დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "ახალი საქართველოს" ლიდრტის, გიორგი ვაშაძის ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ მათ ტესტების მომწოდებლებთან დაკავშირება მათ არ უჭირთ
„მადლობა ბატონ გიორგის ამ შემოთავაზებისთვის, მაგრამ მეგონა, ტესტებს გვაჩუქებდა და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი, რადგან, გვარს არ დავასახელებ, რამდენიმე ადამიანმა შესწირა და გადმოგვცა ტესტიც და ასევე, სხვათა შორის, ფულადი სახსრებითაც დაეხმარა დაავადებათა კონტროლის ცენტრს.
როდესაც მოვრჩებით და ეპიდემია ჩაქრება ქვეყანაში, ჩვენ თითოეულ ამ ადამიანს დიდ მადლობას გადავუხდით. მომწოდებლებთან დაკავშირება ნამდვილად არ გვჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გიორგი ვაშაძემ მზადყოფნა გამოთქვა, დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაეხმაოროს ტესტების მომწოდებლებთან კომუნიკაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






