კორონავირუსის ინფექციაზე დღეს კიდევ 100 ნიმუში გაიტესტება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 43 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.
„შემთხვევათა უმეტესობა გახლავთ იმპორტირებული. მოგეხსენებათ გუშინ გვქონდა 40 და დღეს დაემატა დილისთვის სამი შემთხვევა. კვლევაშია კიდევ რამოდენიმე ნიმუში და დღეს ალბათ კიდევ გაიტესტება დაახლოებით 100-მდე ნიმუში"- განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, 30 იანვრიდან მოყოლებული გამოკვლეულია 1073 შესაძლო შემთხვევა და აქედან, მხოლოდ 43-ში დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია.
გამყრელიძე ამბობს, რომ საკარანტინო ზონებში1575 ადამიანია მოთავსებული. თვით იზოლაციიდან უკვე გამოვიდა 191. თვით იზოლაციაში ჯერ კიდევ იმყოფება 1781 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები






