''სწრაფი ტესტი უნდა ჩაუტარდეს მას, ვისაც ექიმი ჩათვლის საჭირო'' - ეს გადაწყვეტილება პრემიერისა და ჯანდაცვის საკითხების ექსპერტთა შეხვედრის დროს მიიღეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის , ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის ექსპერტებთან ასევე საუბარი შეეხო სწრაფი ტესტირების საკითხს და განისაზღვრა, ვის უნდა ჩაუტარდეს ტესტირება. "მოხდეს განვრცობა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე, იქნება ეს სწრაფი თუ ოქროს სტანდარტი, რომ ხელმისაწვდომი იყოს უფრო ფართოდ კლინიკებისა და მოსახლეობისთვის, სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით მუშაობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები განხილული იქნა სცენარები, ექსპერტებმა წარმოადგინეს ხედვა, ეპიდემიის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით და იყო დისკუსია.
რა თქმა უნდა, შევჯერდით მთელ რიგ საკითხებზე. რაც დღემდე ქვეყანამ გადადგა ნაბიჯები ეპიდემიის შეკავებასთან დაკავშირებით ყველაფერი სწორია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს შეკავების მექანიზმების ასრულებასა და მონიტორინგზე. ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი გახლავთ სოციალური დისტანცირება, ექსპერტების მიერ ეს ჩაითვალა ეპიდემიის შენელებისა და გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტურ მექანიზმად,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






