დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსით ინფიცირებულ ასაკოვან პაციენტებზე საუბრობს.
იგი აცხადებ, რომ აღნიშნული პაციენტები განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არიან და ამ ეტაპზე მათ სიცოცხლისთვის საშიში გართულებები არ აღენიშნებათ.
„სიცოცხლისათვის საშიში გართულებები ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის, უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ მათი ასაკი და თანმხლები დაავადებები თავისთავად წარმოადგენს რისკის ფაქტორს. ესენი არიან ასაკოვანი ქალბატონები, აქედან გამომდინარე, იმყოფებიან განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ორი 80 წელს გადაცილებული პაციენტია. ერთი თბილისის ინფექციურ, მეორე კი, საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მასალის გამოყენების პირობები






