პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებ, რომ ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთი ნაბიჯი დარჩა.
ხუნდაძე ამბობს, რომ საქართველო ახლა შედის პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც, დახლოებით, 1-2 კირა გაგრძელდება. მისი განმარტებით, სწორედ ასეთ მდგომარეობას ჰქვია უფრო რღულ ვითარებაში გადასვლა.
“ჩვენ საგანგებო მდგომარეობამდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი. დღეს განვიხილავთ ამ ვითარებას, შევაფასებთ ეპიდსიტუაციას საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში. ჩვენ ევროპასთან შედარებით მოვიგეთ 3 კვირა. ჩვენ პირველი, შეკავების ფაზა წარმატებულად გავიარეთ. ახლა შევდივართ პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც, დახლოებით, 1-2 კირა გაგრძელდება და მოჰყვება კრიზისული ფაზა, როცა იქნება გავრცელების მოჭარბებული შემთხვევები. სწორედ ამას ვეძახი უფრო რთულ ვითარებაში გადასვლას” – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
მასალის გამოყენების პირობები






