სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მეჩეთებში ლოცვის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო
COVID-19 - 20:57, 19 Mar, 2020     494

საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მეჩეთებში ლოცვის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

მისი განმარტებით, მეჩეთებში გაგრძელდება ეზნის კითხვა და ღია დარჩება ლოცვის ინდივიდუალურად შესრულების მსურველთათვის.


„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ქალაქ ბათუმის ოფისში შეიკრიბნენ სასულიერო პირები და მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სერიოზული საფრთხე დგას, ამავე დროს, მსოფლიოს მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას, დროებით შეჩერდეს მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვა. ვინაიდან ისლამის მიხედვით, პარასკევის ლოცვა მხოლოდ მეჩეთებში ჯამაღეთით სრულდება, აღნიშნული ლოცვის ვალდებულება ეკისრება პირს, თუ ის გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. მათ შორის: პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი. მაგალითად, პატიმარს ან მოცემულ შემთხვევაში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანს პარასკევის ლოცვის ვალდებულება არ ეკისრება. ასევე, ადამიანის ქონებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. ვინაიდან ახალი კორონა ვირუსის გავრცელება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, ზემოთ ხსენებული ლოცვების ჯამაღეთით შესრულების ვალდებულება დროებით მოხსნილია. ამ შემთხვევაში პარასკევის ლოცვის ნაცვლად, საკუთარ სახლებში შუადღის ლოცვა შესრულდება.

აქვე, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს მოგიწოდებთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიყოთ ოპტიმიზმით განწყობილი და არ ჩავვარდეთ პანიკაში, სრულად დავიცვათ ჯანდაცვის ორგანოების მიერ გაცემული რეკომენდაციები და მივენდოთ ღმერთს. ახსოვდეს ყველას, რომ მხოლოდ მტკიცე რწმენითა და ოპტიმიზმით შევძლებთ სიძნელეებზე გამკლავებას. ვილოცოთ ყველამ ამ სირთულიდან თავის დაღწევისა და თითოეული სნეულის მალე გამოჯანმრთელებისთვის. კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფებს კი ვუსურვებთ გამძლეობას და მოთმინებას. შევთხოვთ დიად გამჩენს მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა მსგავსი უბედურებებისა და ეპიდემიებისგან დაიფაროს. აამიინ!“-ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42