ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მმისი თქმით, მიუხედავად ადეკვატური მკურნალობისა მოსალოდნელია დაავადების გართულება და შესაძლებელია, „ცუდი გამოსავალიც“.
„ეს ქალბატონი თავისი რისკების გამო, არის პროგნოზულად სერიოზული და მძიმე. მას ასაკთან ერთად აქვს ძალიან მძიმე ნევროლოგიური დაავადება, რის გამოც ამ ქალბატონთან მიუხედავად დაწყებული სწორი, ადეკვატური მკურნალობისა, მოსალოდნელია დაავადების გართულება და შესაძლებელია, ცუდი პროგნოზული გამოსავალიც, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ შეიძლება ამას გადავურჩეთ. დანარჩენ 2 პაციენტზე, რომლებზეც ვლაპარაკობთ, რომ არიან რთული პაციენტები მათი მდგომაროება ჯერჯერობით სტაბილურია, დინამიკაში გაუარესება და პროგრესირება არ შეინიშნება, თუმცა შესაძლებელია, თითოეულ მათგანთან არსებული რისკების გათვალისწინებით გვქონდეს დაავადების გართულებები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






