„სიტუაცია დრამატულია, ხალხნო, ყოველდღე 150-მდე ადამიანი იღუპება“ - ესპანეთში მყოფი ქართველი სტუდენტები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ
COVID-19 - 21:01, 19 Mar, 2020     1696
ესპანეთში საქართველოს სამი მოქალაქე კორონავირუსით დაინფიცირდა, როგორც ირკვევა, აქედან ერთ-ერთი ონკოლოგიური პაციენტია, რომელიც სამკურნალოდ ბარსელონაში იმყოფებოდა.

დღეს დილით კი COVID-19-ს საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 74 წლის ქალი ესპანეთის ერთ-ერთ პროვინციაში ცხოვრობდა, სადაც ის დამხმარედ მუშაობდა.

ამის პარალელურად კი "ნიუპოსტმა" ქართველი სტუდენტებისგან წერილი მიიღო. 20-მდე ახალგაზრდა დახმარებას ითხოვს.

სურათი კი რომელსაც ჩვენი რესპოდენტი აღწერს ძალიან მძიმეა: "ერთ დღეში 3 000 ახალი შემთხვევა იყო, ყოველდღიურად 150 ადამიანი იღუპება!"- უთხრა "ნიუპოსტს" ქართველმა სტუდენტმა, რომელმაც კონფიდენციალურობის დაცვა ითხოვა.

ახალგაზრდა ამბობს, რომ მათ საქართველოში დაბრუნება სურდათ, ბილეთიც არაერთხელ შეიძინეს, თუმცა უმძიმესი ვითარების გამო ყველა ავიარეისი გაუქმდა. საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნაა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ სპეც.რეისი დანიშნოს, რომ წითელი ზონიდან მოქალაქეებმა საკუთარ სამშობლოში დაბრუნება შეძლონ.

"სტუდენტები ესპანეთში ვართ ჩარჩენილი, "ვიზეარმა" ბარსა-ქუთაისის რეისი გაგვიუქმა, ბილეთები ნაყიდი გვქონდა. ამის შემდეგ, ბარსა-ათენი-თბილისის რეისზე ვიყიდე ავიაბილეთები, თუმცა სამწუხაროდ ისიც გაუქმდა.

მეტი ბილეთის ყიდვის, აღარც საშუალება გვაქვს და აღარც გარისკვად ღირს, რადგან ყველა რეისი უქმდება.

რა გახდა ერთი თვითმფრინავის გამოგზავნა, რომ გაგვიყვანოს მთავრობამ აქედან. უფასოდ გადაყვანასაც კი არ ვითხოვთ, კომერციული რეისი დაინიშნოს, უბრალოდ ვიცოდეთ, რომ არ გაუქმდება ფრენა"- აცხადებს "ნიუპოსტთან" ქართველი სტუდენტი.

მისი თქმით, ესპანეთში საქართველოს საელჩოსთან მუდმივ კონტაქტზე არიან.

"საელჩო მუდმივ ჩვენთან კონტაქტზეა, იციან მდგომარეობა, ადგილსამყოფელი, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, საელჩო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით. მადლობის მეტი მათთვის არაფერი გვეთქმის, თუმცა მოქმედების დროა, რადგან აქ სიტუაცია დრამატულად მძიმეა - ყოველდღიურად 150 კაცამდე იღუპება... საკონსულოში ზუსტად არ იციან, იქნება თუ არა რეისი, შესაბამისად არც თარიღი და არც დრო არ არის ჩვენთვის ცნობილი"- აცხადებს საქართველოს მოქალაქე.

მისივე ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ბარსელონაში მყოფი ქართველებიც:

"ქართველებს კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან და შემატყობინეს, რომ ბარსელონაში ოჯახში სამი ინფიცირებულია - დედა, მამა და 2 წლის ბავშვი, არც ექიმი მოდის არც სასწრაფო, ბავშვს 40 აქვს სიცხე და ანალიზიც არ აუღესო, ტესტი არ გვაქვსო...

ვიცი, სტატისტიკას უყურებთ, მაგრამ მდგომარეობა გაცილებით უარესია. ხალხო, შველის იმედიც არ გვაქვს!"- ამბობს "ნიუპოსტის" რესპოდენტი.

მისი თქმით, კორონავირუსის დასადგენი ტესტების დეფიციტის გარდა, ქვეყანაში ყველა საავადმყოფო გადაჭედილია - ადგილები არ არის.

"საჭიროება რომ დადგეს, დიდი ალბათობით სამედიცინო დახმარებას ვერ მივიღებთ"- აცხადებს საქართველოს მოქალაქე.

"ნიუპოსტი" ამ წუთებშიც ცდილობს გაარკვიოს, რესპოდენტის მონაყოლი ამბის დეტალები, იმასთან დაკავშირებით, რომ ბარსელონაში ერთი ოჯახის სამი წევრი ახალი კორონავირუსით დაავადდა.

ინფორმაციის წყარო, ესპანეთში მყოფი ქართველი სტუდენტი აცხადებს, რომ "ამის შესახებ ქართველების ჯგუფში დაიწერა".

"მე პირადად მათთან კონტაქტი არ მქონია, ისინი მგონი მადრიდში იმყოფებიან..."- აცხადებს "ნიუპოსტის" წყარო.

ქართველი სტუდენტი ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, ესპანეთში დაახლოებით 28 ადამიანია, აქიდან 20 სტუდენტია.

"ამ ადამიანების შესახებ საქართველოს საელჩოს ინფორმაცია აქვს. ყურადღებით არიან, ყველა სიახლეს გვატყობინებენ. კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ დგას, თუმცა თვითონ ვერ გადაწყვეტენ და რეისს ვერ დაგვინიშნავენ. ეს მათ ძალებს აღემატება. ქალაქში, სანტიაგოში, სადაც მე ვიმყოფები კიდევ 4 ქართველი იმყოფება"- აცხადებს ქართველი სტუდენტი.

რედაქციის შენიშვნა: "ნიუპოსტი" ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებას ყველა ინფორმაცია, მათ შორის წყაროს საკონტაქტო ინფორმაცია მიაწოდა.

ზალკალიანის უწყებაში აცხადებენ, რომ ესპანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას საელჩოს უკვე მიაწოდეს.

რაც შეეხება COVID-19-ით ინფიცირებულების საკითხს, უწყებაში ამბობენ: „დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვარგარეთ ჩვენს თანამემანულეებში არის კორონავირუსით დაინფიცირების ცალკეული შემთხვევები. ამის შესახებ ინფორმირებული არიან ყველა ამ ქვეყანაში მოქმედი ჩვენი დიპლიმატიური მისიები. მუდმივ კავშირზე არიან როგორც მოქალაქეებთან , მათი ოჯახის წევრებთან, ასევე მედიკოსებთან. ყველა მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი . უმეტეს შემთხვევაში ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. ისინი იმყოფებიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“ - განუცხადეს „ნიუპოსტს“ საგარეო უწყებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42