სავაჭრო ცენტრებში არსებული მაღაზიების დიდი ნაწილი პირველ აპრილამდე იხურება
COVID-19 - 19:34, 19 Mar, 2020     718

19 მარტიდან პირველ აპრილამდე სავაჭრო ცენტრებში განთავსებული 40-მდე სავაჭრო ობიექტები დროებით დაიხურება. ინფორმაციას ამის შესახებ ქართული საცალო ბიზნესის ასოციაცია ავრცლებს.

ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არნიშნულია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა ბიზნესსექტორზე საგრძნობლად უარყოფითი ცვლილებები მოახდინა გაყიდვების მიმართულებით, ვინაიდან ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო მთელი რიგი გადაწყვეტილებები და გამოსცა რეკომენდაციები როგორც ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის, ისე საჯარო თავშეყრის ადგილების დროებითი დახურვის შესახებ.


„გვინდა, მოგახსენოთ, რომ ჩვენი კომპანიები წარმოადგენენ და ოპერირებას უწევენ სავაჭრო ცენტრებში ან/და მოლებში განთავსებულ მაღაზიებს.

ვითვალისწინებთ რა, რომ დღეის მონაცემებით ქვეყანა კორონავირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადავიდა, გამოცხადებულია მსოფლიო პანდემია და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი და კოორდინირებული ღონისძიების განხორციელება ვირუსთან საბრძოლველად. ვემორჩილებით რა საქართველოს მთავრობის სავალდებულოდ შესასრულებელ რეკომენდაციებს, თავი ავარიდოთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს, ამასთან, ვიჩენთ რა მაღალ საზოადოებრივ პასუხისმგებლობას, გამომდინარე იქიდან, რომ სავაჭრო ცენტრები და მოლები და მათში განთავსებული ჩვენი ობიექტები წარმოადგენენ კორონავირუსის პოტენციურად გავრცელების კერას, მივიღეთ გადაწყვეტილება, შექმნილი ფორსმაჟორული გარემოებიდან გამომდინარე, 2020 წლის 19 მარტიდან, 2020 წლის პირველ აპრილამდე დროებით დავხუროთ სავაჭრო ცენტრებში განთავსებული ჩვენი ყველა სავაჭრო ობიექტი...ამასთან, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც მოსალოდნელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და სავაჭრო ცენტრების დროებითი დახურვის წანაპირობას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვთქვამთ აუცილებელ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ სახელმწიფოს ორგანოებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ არსებული რთული ვითარებიდან.

ამავე დროს, მნიშვნელოვანი იქნება როგორც ფინანსური ინსტიტუტების (ბანკების), ასევე სავაჭრო ცენტრებისა და სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერა და პროცესების ერთობლივი კოორდინირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მაღაზიების ცამონათვალი, რომლებიც დროებით იხურება: „ვაიკიკი“, „ოვსი“, „ტერანოვა“, „პენტი“, „მატალანი“, „კოლეზიონე“, „ბატა“, „ეკო“, „ჯეოქსი“, „კორსო იტალია“, „ოკაიდი“, „ჯაკადი“, „პარფოისი“, „ავ ლაბი“, „ლევისი“, „ლი“, „ლაკოსტი“, „გესი“, „მავი“, „ფექტორი“, „ატრიო“, „კიდს გალერი“, „ზარა“, „ბერშკა“, „პულ ენდ ბეარი“, „მასიმო დუტი“, „კოტონი“, „ნორს ფეისი“, „ტიმბერლენდი“, „დიზელი“, „მაგელანი“, „მინიო“, „ართ თაიმი“, „ვაბენე“, „ტრუსარდი“, „ბენე შუზი“, პულ ლავი“, „კელვინ კლაინი“, „ბოგი მილანო“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42