კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება - ამ დროისთვის დაავადებულთა რიცხვი 227 495-ს შეადგეს. ფატალური შემთხვევები კი 9303-ს შეადგენს. ექსპერტების თქმით, მსგავსი კონტაგიოზური დაავადება მხოლოდ შავი ჭირი და ყვავილია, რომლებმაც ასეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.
მიუხედავად მასშტაბური გავრცელებისა, იზრდება აგრეთვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ დროისთვის დაავადებისგან მსოფლიოში 85 961 განკურნებული ადამიანი ფიქსირდება. იტალიაში, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდაა, უკანასკნელ ორ დღეში საგრძნობლად მოიმატა განკურნებული პაციენტების რიცხვმაც და 4025 შეადგინა. ჩინეთში კი უმკაცრესი ზომებისა და მოქნილი ჯანდაცვის სისტემის ფონზე უკანასკნელი დღის განმავლობაში დაავადების ეპიცენტრ უხანში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საერთაშორისო სტატისტიკის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აგრეთვე დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა ირანშიც, სადაც ვირუსისგან ექიმებმა 6000-მდე პაციენტი განკურნეს.
უმძიმესი ვითარებაა ესპანეთში, სადაც უკანასკნელ 24 საათში 2378 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 129 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობა 767-ს შეადგენს.
ევოკავშირის მხრიდან ბრექსითის საკითხზე ბრიტანეთთან მოლაპარაკებაში მონაწილე უმთავრესი წარმომადგენელი, მიშელ ბარნიერიც დაინფიცირდა კორონავირუსით- ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს WASHINGTON POST-ი.
ფატალური შემთხვევების რაოდენობა მასშტაბურად იზრდება აგრეთვე იტალიაშიც, სადაც ბოლო ინფორმაციით დადასტურდა, რომ 1 დღე-ღამეში 475 ადამიანი დაიღუპა , რომლის შემდეგაც ვარაუდობენ, რომ ახალი მონაცემების ფონზე იტალია გადაასწრებს ჩინეთს დაღუპულთა რაოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები






