"ვამაყობ, რომ ჩემი სამშობლო ასე მედგრად დგას კორონავირუსის წინააღმდე, ამას ბერძნებიც კი აღნიშნავენ" - ქართველი ემიგრანტის მიმართვა
COVID-19 - 17:50, 19 Mar, 2020     701

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ინგა ყაველაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ემიგრანტი წერს, რომ იგი აღფრთოვანებულია საქართველოს იმ ბრძოლისუნარიანობით, რაც ქვეყანამ ინფექციასთან მიმართებაში გამოიჩინა.


ემიგრანტი აღწერს, თუ რა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა საბერძნეთში დასაქმებული ქართველები ნაწილი.

„მინდა დავიწყო იმ აღფრთოვანებით, რომელსაც არამხოლოდ მე, ან აქ მყოფი ქართველები გამოვხატავთ, არამედ ბერძნებიც კი გვეუბნებიან ამას – როგორი მომზადებული და მობილიზებული დახვდა საქართველო ამ ვერაგ დაავადებას! მადლობა ექიმებს და ყველას, ვინც 24-საათიან რეჟიმში იბრძვის იმისთის, რომ საქართველოს საზღვრებში მასობრივად არ შემოუშვას სენი, რომელმაც მთლიანად დაზაფრა და გადაურა ევროპას… აქაურები მეუბნებიან, რამდენად დიდია მსხვერპლი საქართველოშიო და როცა ვპასუხობ, მსხვერპლი არ გვაქვსთქო, გაკვირვებული თვალებით მიყურებენ… ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდ მსოფლიო რბოლაში, გიგანტების შერკინებაში ჩვენი პატარა ქვეყანა ტოლს არავის უდებს და შანსი აქვს ფინალამდე დიდი დანაკარგების გარეშე მიაღწიოს.

აქედან ვადევნებ თვალყურს, რა ხდება საქართველოში. ამაყი ვარ, რომ ევროპის ქვეყნებზე უკეთაც კი ვუმკლავდებით ვირუსის შემოტევას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ყველაზე მობილიზებული აღმოჩნდა ვირუსთან ბრძოლისთვის და ქართველები – ყველაზე, ყველაზე თანამდგომნი და ერთმანეთის გამტანნი… ამაზე სიტუაცია მეტყველებს. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ვამაყობ, რომ ჩემი სამშობლო ასე მედგრად დგას, ვამაყობ, რომ ასეთი ექიმები გვყავს, ვამაყობ, რომ ასეთები ვართ ქართველები…

დიდი ხანია, საბერძნეთში ვცხოვრობ, ორი შვილით. ამ ქვეყანას საკმაოდ შემოუტია კორონამ. ყველა დაზაფრული და შეშინებული ვართ… ძალიან ვგულშემატკივრობ საბერძნეთს, რადგან ეს ქვეყანა ღირსეულად დაგვიდგა მხარში, როცა ეს ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა. ჩვენი ქართველი დედები, ქალბატონები, ვინც აქ სახლების დალაგებაზე და სხვა მსგავს ადგილებზე იყო დასაქმებული, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილნი. ოჯახებს აქ გამომუშავებული „კაპიკებით“ არჩენდნენ…

იმედიც მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ მალე გაივლის ეს კოშმარი, საბერძნეთიც და ჩემი ქვეყანაც ღირსეულად, გამარჯვებული გამოვლენ ამ ბრძოლიდან.

გამძლეობა, მოთმინება და მჯერა ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

მიყვარხარხართ და გეფერებით ყველას“. - წერს ინგა ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42