კორონავირუსის ტესტის შემოტანის შესახებ, ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი საკუთარ სოცილურ ქსელში წერს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ხელოვნურად აფერხებს ტესტების შეფერხებას.
“სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრო სრულიად ხელოვნურად აფერხებს კლინიკური დიაგნოსტიკის თვალსაზრისით კორონავირუსის ტესტების რეგისტრაციას და ლაბორატორიების მიერ მათი შემოტანის პროცესს! ეს არასწორი პოლიტიკა დიდ საფრთხეს უქმნის კორონავირუსთან კლინიკური თვალსაზრისით ბრძოლის ეფექტურობას.
ჩვენ ვიმყოფებით ეპიდემიოლოგიური ტალღის დარტყმის პირას და დაუყოვნებლივ გვჭირდება ტესტები!!! ეს უნდა გაიგონ სამინისტროში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა!!! გთხოვთ, ექიმები გავერთიანდეთ ამ მოთხოვნის ირგვლივ!” – წერს კანდელაკი.
ტესტების რეგისტრაციის შეფერხების განცხადეაბას გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც, მისი განცხადებით ჯანდაცვის სამინისტრო გამორიცხავს ხელოვნურად შეფერხებას და მსგავსი ტიპის ტესტის შემოწმება შესაბამისი წესების დადგენილებით მიმდინარეობს, რათა უხარისხო პროდუქტის იმპორტი თავიდან იქნეს აცილებული.
“სამინისტრო დადგენილ წესს მიჰყვება, რაც დაწესებულია იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უხარისხო და არადასაბუთებული მახასიათებლების პროდუქციის, ამ შემთხვევაში, ტესტების შემოტანა ქვეყანაში. ამ ეტაპზე რეგულირების სააგენტოს მიერ სწრაფი ტესტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხუთი განცხადება განიხილება.
ჩვენ უნდა დავიცვათ ის წესები, რომელიც დაწესებულია ხარისხის უზრუნველყოფისთვის. ხელოვნურ შეფერხება არ ყოფილა და არც ექნება”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
შეგახენებთ, რომ ამ დროსათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 40-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






