"ჩინეთში იაპონური მედიკამენტით მკურნალობის შედეგად კორონავირუსისგან პაციენტები 4 დღეში განიკურნენ"- GUARDIAN-ი
მსოფლიო - 13:30, 19 Mar, 2020     1529

ჩინეთის სამედიცინო უწყებები აცხადებენ, რომ იაპონელი ექიმების მიერ გამოყენებული სამკურნალო საშუალება კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების გამოსაჯანმრთელებლად ეფექტური აღმოჩნდა. ამის შესახებ წერს GUARDIAN-ი.

ჩანგ სინმინმა, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ფავიპირავირი, რომელიც “FUJIFILM”-ის შვილობილმა კომპანიამ დაამზადა, წარმატებული შედეგი აჩვენა კორონავირუსთან ბრძოლაში. აღნიშნული მედიკამენტი 340 პაციენტზე გამოიცადა.

ჩანგის თქმით, აღნიშნულ პრეპარატს უსაფრთხოების უმაღლესი ხარისი და ეფექტურობა გააჩნია მკურნალობის ფარგლებში. იმ პაციენტებს, რომლებსაც შენჟენში უმკურნალეს ზემოხსენებული მედიკამენტით, 4 დღეში კორონავირუსზე ნეგატიური პასუხი აღმოაჩნდათ, ხოლო სტანდარტული მკურნალობის წესით კი საშუალო სიმძიმის დაინფიცირებული ადამიანები 11 დღეში გამოჯანმრთელდნენ. სარენთგენო გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფავიპირავირით მკურნალობის შემდეგ დაავადებულ პაციენტთა 91 %-ის შემთხვევაში დადგა ფილტვების მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგი.

იაპონიის ჯანმრთელობის სამინისტროზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძიმედ დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აღნიშნული მედიკამენტი გამოუსადეგარია. უწყების მაღალჩინოსანთა განცხადებით, პრეპარატი ვერ აჩვენებს ეფექტურობას და გამოჯანმრთელების ინტენსივობა იკლებს, თუ ადამიანს კორონავირუსით გამოწვეული ძლიერი სიმპტომები აღენიშნებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42