იმერეთის დაავადებათა კონტროლის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, მათ უტარდებათ შესაბამისი შემოწმება, ნაწილი თვითიზოლაციაში მოთავსდება.
ასევე დღეს, ერთ მოქალაქეს, ლაბორატორიული ანალიზს აუღებენ, რომელიც გუშინ ღამით მაღალი ტემპტერატურით წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამეტაპზე ქუთაისის ინფექციურ საავამდყოფოში მოთავსებულ მოქალქეებიდან არცერთს დაუდგინდა კორონავირუსის სიმპტომი, ექვსივე მოქალაქის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება აღმოსაველთ საქართველოს საკარანტინო სივრცეს, კონკრეტულად კახეთს , თელავში იმყოფება 133 მოქალაქე, ხოლო თვითიზოლაციაში 249 პირი იმყოფება, აქედან სამმა თვითიზოლაცია დაარღვია, ხოლო 10-ს თვითიზოლაციის პასუხისმგებლობა მოეხსნა.
მასალის გამოყენების პირობები






