ბერგამოდან სამხედროებს კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამები კრემაციისთვის გაჰყავთ - შემზარავი ვიდეო იტალიიდან
მსოფლიო - 10:58, 19 Mar, 2020     4458

იტალიის ქალაქ ბერგამოდან, რომელიც ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული დასახლებული პუნქტია, სამხედროებს გვამები გაჰყავთ სხვადასხვა რეგიონებში კრემაციისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერგამოში საკრემაციოდ ადგილები აღარ დარჩა. ამის შესახებ SKY NEWS-ი წერს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა სამხედრო მანქანების კოლონის ამსახველი ფოტოები- სატვირთო-სამხედრო ტრანსპორტს ვირუსით გარდაცვლილთა სხეულები გააქვთ ქალაქიდან.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ლომბარდიის რეგიონის ქალაქ ბერგამოში გარდაცვლილთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა- 93 ადამიანი ფატალური შემთხვევა.

ბერგამოს კრემატორიუმი სრული დატვირთვით მუშაობს, რომელსაც 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 25 გვამის კრემაცია შეუძლია-განაცხადეს მთავრობის ადგილობრივმა ორგანოებმა. გავრცელებული ინფორმაციით, კუბოებს გადაიტანენ მოდენას, ტერმის, დომოდოსოლას, პარმას, პიაჩენცას და სხვა ქალაქების კრემატორიუმებში.

მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა დიდია გარდაცვლილთა ნათესავების მხრიდან, რომ ისინი დაკრძალონ, ამ დრომდე არსებული სიტუაციის გამო მათ ამის უფლებას არ აძლევენ, რადგან დაღუპულთა რიცხვი ძალზე დიდია-კუბოებითაა სავსე ბერგამოს ორი საავადმყოფოს მორგი. ნათესავების მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას ეძლევა უფლება, შევიდნენ მორგებში და რეკომენდირებული დისტანციიდან მიაგონ პატივი გარდაცვლილთა სხეულებს, რათა კოვიდ 19-ის გავრცელების ალბათობა გამოირიცხოს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ანტირეკორდი დაფიქსირდა- 1 დღე-ღამეში 475 ადამიანი დაიღუპა და 4207 დაინფიცირდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42