18 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის დელეგაცია იმყოფებოდა, რომელიც მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს შეხვდა.
WHO-ს დელეგაციაში ორგანიზაციის საგანგებო ვითარებათა პროგრამის კორდინატორი ვასილი ველიამინივი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები სილვიო დომენტე, ლაბორატორიის ექსპერტი რადუ კოჯოკარუ, ექსპერტი აბდულბუა მარუფოვი, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი ლუისა ვინტონი შედიოდნენ.
საუბარი მსოფლიოში არსებულ კორონავირუსის პანდემიას და აფხაზეთისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენის საკითხს შეეხო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში 500-ზე მეტი კომპლექტი პერსონალური მოვლის საშუალებები, 600 ლიტრზე მეტი ანტისეპტიკური საშუალება და 500 ლიტრამდე ანტიბაქტერიული საპონი ჩაიტანეს.
აფხაზური მხარე არ აკონკრეტებს, რა გზით მოხვდა ჩავიდა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში და რამდენად იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული ქართული მხარე.
მასალის გამოყენების პირობები






