„ეს არ არის გუდაურის შემთხვევები. გუდაურიდან როგორც შესაძლო შემთხვევა ჩვენთან შემოყვანილ იქნა სადიაგნოსტიკოდ რამდენიმე პირი, თუმცა მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა, მაგრამ ნეგატივი იყო“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, გუდაურში ერთ-ერთი პოპულარული რესტორანი "მთვრალი ალუბალი" 2 დღის წინ "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებდა სადაც აღნიშნავდა, რომ 4 მარტიდან რესტორანი ექვს ჩეხ ტურისტს მასპინძლოვბდა, საიდანაც სამს კორონავირუსი აღმოაჩნდა, აქედან გამომდინარე, რესტორანი მიმართავს ყველას, ვინც 4 მარტიდან დღემდე რესტორანში ყოფილა - კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტაროს.რესტორანი ამ დროისთვის დაკეტილია, ორი თანამშრომელი მაღალი ტემპერატურით ელოდება კატასტროფის ბრიგადას, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან ზარის შემდეგ შეიტყვეს, როცა კორონავირუსით ინფიცირებულმა ტურისტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ყოფნის დროს ყოველდღე დადიოდნენ რესტორან "მთვრალ ალუბალში".
მასალის გამოყენების პირობები






