სისხლის დადებითი ჯგუფის მქონე ადამიანები COVID-19-ის მიმართ უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე სისხლის უარყოფითი ჯგუფის მქონე პირები. აღნიშნულ საკითხზე კვლევა ჩინელმა მეცნიერებმა ჩაატარეს.
ჩინელმა მედიკოსებმა კვლევა 2000 პაციენტს ჩაუტარეს და აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებში, რომელთაც სისხლის დადებითი ჯგუფი აქვთ, ვირუსი უფრო მწვავე ფორმით მიმდინარეობს.
"სისხლის დადებითი ჯგუფის მქონე ადამიანებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან რეკომენდაციები, რათა არ დაინფიცირდნენ. ინფიცირების შემთხვევაში მათ უფრო აგრესიული მკურნალობა სჭირდებათ“, – განაცხადა უხანის უნივერსიტეტის მკვლევარმა ვანგ ხინგუანმა.
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა. ჩინეთში დღეს კორონავირუსით მხოლოდ ერთი ადამიანი დაინფიცირდა. ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი ყოველდღიურად იზრდება. უმძიმესია მდგომარეობა იტალიასა და ესპანეთში.
მასალის გამოყენების პირობები






