კორონავირუსის საფრთხე გიორგი გახარია აცხადებს, რომ შესაძლოა 26 აპრილამდე სასწავლო პროცესი სრულად ვერ აღდგეს. .
მისი თქმით, განათლების სამინისტროს დავალება დღეს მდგომარეობს იმაში, რომ წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა ანაზღაურდეს ეს დანაკლისი.
„ის, რომ დისტანციურად განათლების სისტემა არ არის დღეს მზად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. 26 აპრილამდე ჩვენ თუ შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა, მაშინ ერთი სცენარი გვაქს, და თუ ვერ შევძელით, ეს არის მეორე სცენარი, რომელიც უახლოეს დღეებში განათლების სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს. ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ეჭვი მეპარება, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ამ გამოწვევას ერთ თვეში ან ორ თვეში შესაბამის დონეზე უპასუხებენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






