საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს 80-მდე მოქალაქე, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ბულგარეთიდან თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეების გამომგზავრება სპეციალური ავტობუსებით მოხდება.
"საქართველოს 80-მდე მოქალაქე, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ბულგარეთიდან თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისო სააკორდინაციო საბჭოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ. საქართველოს მოქალაქეების გამომგზავრება სპეციალური ავტობუსებით მოხდება. აღნიშნულმა მოქალქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთში საქართველოს სელჩოს ცხელ ხაზს მიმართეს" - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






