კორონავირუსთან დაკავშირებით, კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა არ გაიმართება - კობახიძე
COVID-19 - 18:35, 17 Mar, 2020     853

„კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჯარო შეხვედრებს არ გავმართავთ, შესაბამისად, მივმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რათა დაგვეთმოს საეთერო დრო, რომ ამ ფორმატში გაიმართოს შეხვედრა და დიალოგი საზოგადოებასთან",- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის შინაარსს კომისია საზოგადოებას ტელეეთერის საშუალებით გააცნობს, გაიმართება დისკუსია და კითხვები გაეცემა მოქალაქეთა პასუხებს. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან კონსულტაციები სავარაუდოდ, მომავალი კვირის განმავლობაში გაიმართება.

„ჩვენ გვექნება კონსულტაციები საზოგადოებრივ მაუწყებელთან, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რათა შევჯერდეთ თარიღებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, მომავალი კვირის განმავლობაში გაიმართება ორივე ასეთი შეხვედრა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე განმარტა, რომ დადგენილია კონსტიტუციური ვადა, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყება მხოლოდ ერთი თვის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი. „ 17 აპრილამდე კანონპროექტს საპარლამენტო ფორმატში ვერ დავუბრუნდებით და ყველაზე ადრე, 28 აპრილს არის შესაძლებელი კანონპროექტის კენჭისყრა, გამომდინარე, არსებული კონსტიტუციური და რეგლამენტით გათვალისწინებული ვადებიდან. ანუ, 28 აპრილი არის უახლოესი თარიღი, როდესაც შესაძლებელია პირველი მოსმენით კენჭი ეყაროს კონსტიტუციურ კანონპროექტს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42