კორონავირუსით დაინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. უკანასკნელი მონაცემების თანახმად, განკურნებულთა რაოდენობა 79 890-ს შეადგენს, რომელთაგან 68 694 პაციენტი ჩინეთზე მოდის.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიცილურმა პეკინმა ვირუსის გავრცელება და სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად შეამცირა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამ დროისთვის ეპიცენტრის კერად ისევ ევროპის კონტინეტი სახელდება , სადაც განსაკუთრებით მძიმე ვითარება იტალიაშია- 27 980 დაინფიცირებული და 2158 გარდაცვლილი.
მხოლოდ უკანასკნელ 24 საათში 350-მდე გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან შედარებით, იტალიაში გაცილებით დიდია ამჟამად დაინფიცირებულთა რაოდენობა, რომლებიც მკურნალობას გადიან საავადმყოფოებში- 23 073 პაციენტი იმყოფება იტალიურ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ყოველდღიურად მასშტაბურად იმატებს დაავადებულთა რიცხვი, ხოლო იმის გამო რომ ჩინეთში დაავადებულთა უდიდესი ნაწილი განკურნეს, სახელდახელოდ აგებული საავადმყოფოები დაიხურა და ამ დროისთვის მხოლოდ 8961 პაციენტი ადის აქტიურ მკურნალობას საავადმყოფოებში.
გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსზე მკურნალობა შიდსის და ჰეპატიტის პრეპარატებით მიმდინარეობს, ხოლო ჩინეთში როგორც ადგილობრივი უწყებები აცხადებენ, აქტიური გამაჯანსაღებელი პროცედურები ხდება დაინფიცირებულთათვის გამოჯანმრთელებული ადამიანებისგან ჯანმრთელი სისხლის გადასხმით. მათ სისხლში არსებული ძლიერი პროტეინები დაავადებულთა ორგანიზმისთვის წარმოქმნის ე.წ ანტისხეულებს, რომლებიც აძლიერებენ იმუნიტეტს კორონავირუსთან ბრძოლაში.
მასალის გამოყენების პირობები






