როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია ინფექციურიდან
საზოგადოება - 11:00, 17 Mar, 2020     1407

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა. ინფორმაცია მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ რამდენიმე წუთის წინ მიაწოდა.

რაც შეეხება სრულ სურათს, ეზუგბაია ამბობს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 29 ინფიცირებული წევს.

ეზუგბაიას თქმით, 28 მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება ამ ეტაპზე არ შეინიშნება.

„შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით გამოხატული კლინიკით მაინც ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. მას დღეს კიდევ განმეორებით ჩაუტარდება დამადასტურებელი კვლევები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია. სტაბილურია უკვე მეორე, მესამე დღეა, რაც იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ დაავადების პროგრესირება ალბათ არ მოხდება"- აცხადებს მარინა ეზუგბაია და იქვე დასძენს, რომ რამდენიმე ძველ პაციენტთან, სადაც გასულია ინფექციურ კლინიკაში ყოფნის 12-13 დღე, სტაბილური სიტუაციაა და შემდეგ გაუმჯობესებაზეც შეიძლება საუბარი.

"დანარჩენ პაციენტებში ჯერჯერობით სიტუაცია მართვადია, შეფასებით ნაწილში ლაბორატორიულად რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება, გამოხატული კლინიკაც არ პროგრესირებს და დიდი ალბათობით, დინამიკაში სიტუაცია უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42