თბილისის რამდენიმე რაიონს, 18 მარტს გადაუდებელი სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ''თელასი'' ავრცელებს.
კომპანია, შექმნილი დისკომფორტის გამო მომხამრებელს წიანასწარ ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტრომომარაგება მოაქალაქეებს დროუალად მიეწოდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგია შეეზღუდება შემდეგ რაიონებს: გლდანის რაიონი -გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და სოფელი გლდანის მცხოვრებლებს.
ასევე, სამგორის რაიონს, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის III, IV კვარტლების, ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის და შუამთის ქუჩის მცხოვრებლებს.
მასალის გამოყენების პირობები






