კორონავირუსით დაავადებული 98 წლის ჩინელი მეცნიერი და მისი 85 წლის მეუღლე 18 დღიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს
მსოფლიო - 18:39, 16 Mar, 2020     1224

98 წლის ჩინელი მეცნიერი და მისი 85 წლის მეუღლე კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაციას DAILYMAIL- ავრცელებს. გამოცემის თქმით, ისინი 18 დღიანი მკურნალობის შემდეგ ზეიჩანის საავადმყოფოდან გაწერეს. მეცნიერი ჰან ტიანქი ცნობილი ასტრონომია, რომელიც თავისი პროფესიით 63 წლის განმავლობაში მუშაობდა ჩინეთში.

ჰანსა და მის ცოლს კორონავირუსი თებერვლის შუა რიცხვებში დაუდგინდათ. მას შემდეგ რაც მათი მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა 24 თებერვალს, ისინი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უმძიმესი მდგომარეობის გამო საჭირო გახდა მათი ინტენსიური მკურნალობის პალატაში გადაყვანა- მათ პნეუმონია რთულ ფორმებში აღენიშნებოდათ.

ჩინელი ცოლ-ქმრის შვილიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც იგი ითხოვდა გამოჯანმრთელებული პაციენტებისგან დახმარებას- მათ თავიანთი სისხლი უნდა ჩაებარებინათ იმ საავადმყოფოში, სადაც ჰანი და მისი მეუღლე იყვნენ მოთავსებულნი.

ჩინელი მეცნიერები თვლიან, რომ განკურნებული ადამიანის მიერ სისხლის გაცემა კორონავირუსით დაავადებულთათვის სამკურნალოდ ერთ-ერთი საუკეთესო თერაპიული საშუალებაა. ერთ-ერთი ვერსიით, გაჯანსაღებული ადამიანის სისხლში არსებული პროტეინები როდესაც ხვდება დაავადებული პაციენტის ორგანიზმში, წარმოიქმნება ე.წ ანტისხეულები, რომლებიც ხელს უწყობენ დასნეულებული ორგანოების გამოჯანმრთელებას და ვირუსთან ბრძოლის პროცესს. ზოგიერთი ჩინური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი იყენბენ აღნიშნულ თერაპიას უკვე აქტიურად მხოლოდ თავიანთ პაციენტებზე.

ასაკოვანი ჩინელი ცოლ-ქმრის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა მიღებული მკურნალობის შემდეგ, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მათ გაჯანსაღებული პაციენტების სისხლით უმკურნალეს თუ არა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში მასშტაბურად გავრცელდა ვირუსი, რამაც 3213 ადამიანი იმსხვერპლა, აქ უკვე 75 %-ზე მეტი პაციენტებისა გამოჯანმრთელებულია- სულ 67 819 ადამიანი განკურნეს 80 880 შემთხვევიდან. ამ დროისთვის 9848 პაციენტი იმყოფება საავადმყოფოში, ხოლო მათგან 3226 კრიტიკულ მდგომარეობაშია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42