რუსეთში, ხაბაროვსკის რეგიონში 200 ადამიანი შეიკრიბა მიტინგზე, რათა ხელისუფლებას მათი საცხოვრებელი სახლებისთვის ავარიულის სტატუსი მიენიჭებინა - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რადიო თავისუფლება. ადგილობრივთა თქმით, 1930 -იან წლებში აშენებულ საცხოვრებელ სახლებს არ გააჩნიათ საკანალიზაციო მილები და გასათბობი საშუალებები. კედლები დაფარულია სოკოებით, საძირკველი თითქმის განადგურებულია, თუმცა ადგილობრივი მთავრობის დასკვნით, საცხოვრებელი სახლები რეკონსტრუქციას მაინც ექვემდებარება.
ხაბაროვსკის რამდენიმე მიკრორაიონი მთლიანად შედგება ხის ორსართულიანი ბარაკებისგან. ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზიანებულია „ოქტომრის 60 წლის“ გამზირი, სადაც 67 სახლის მობინადრეს ტერიტორიის დატოვება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ ესაჭიროება. ადგილობრივთა თქმით, ახალ სახლებს მათ ჯერ კიდევ 1950 იანი წლებიდან პირდებოდნენ, თუმცა საამისოდ სახსრები ჯერ კიდევ არ გამონახულა.
მიტინგის დასასრულს ავარიული სახლების მაცხოვრებლებმა გამოფინეს ბანერები, რომლითაც ისინი დონალდ ტრამპს მიმართავდნენ დახმარებისთვის, რათა იგი ადგილობრივებს სხვა ტერიტორიაზე გადასახლებაში დახმარებოდა.

მასალის გამოყენების პირობები






