მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფარმაცევტული კომპანიები გამალებულად ცდილობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადებას- სწორედ იგივე მიზეზი გახდა დაპირისპირების საგანი ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელობას შორის.
გერმანული გაზეთის, „WELT AM SONNTAG-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა გერმანულ ფარმაცეფტულ კომპანია „CUREVAC“-ს ვაქცინის დასამზადებლად 1 მილიარდი $ შესთავაზა იმ პირობით, რომ მისი გამოყენების ექსკლუზიური უფლება თავიდან მხოლოდ აშშ-ს ექნებოდა. გერმანულმა გამოცემამ აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მაღალჩინოსნების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაავრცელა, რომელთაც დაადასტურეს რომ მსგავსი შეთავაზება მართლაც დაფიქსირდა ამერიკელთა მხრიდან.
“გერმანია არ იყიდება“ - განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგიის მინისტრმა, პიტერ ალტმაიერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გერმანიის პარლამენტის წევრმა ჯანმრთელობის კომიტეტიდან განაცხადა, რომ „ახლა რაც ხდება არის საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის საკითხი და არა ეროვნული ინტერესი“
მასალის გამოყენების პირობები






