კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ახალი შემთხვევები ყოველდღიურად მასშტაბურად იმატებს- ამ დროის ოფიციალური მონაცემებით ვირუსის შედეგად 169 930 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 6522 შემთხვევა ფატალური აღმოჩნდა. იზრდება აგრეთვე გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და ის უკვე 77 776-ს შეადგენს.
კოვიდ 19-ის შემთხვევებმა ჩინეთის ფარგლებს გარეთ უკვე რაოდენობით გადააჭარბა ოფიციალური პეკინის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას- ჩინეთში 80 860 შემთხვევაა, ხოლო მის ფარგლებს გარეთ კი 89 047, რომელიც ძალზე მზარდია იმ ფონზე, რომ დაავადების გავრცელების ეპიცენტრი ამ დროისთვის უკვე ევროპაშია, სადაც ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი კვდება კოვიდ 19-სგან.
მხოლოდ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში იტალიაში გარდაცვალების 368 შემთხვევა აღინიშნა, რის შემდეგაც დადგინდა რომ 24 747 ინფიცირებულიდან 1809 ადამიანის გარდაცვალების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქ ყველაზე მეტია და 7.31 %-ს შეადგენს.
ჩინეთში შიშობენ პანდემიის მეორე ტალღაზე, რადგან ინფიცირების ახალი შემთხვევები საზღვარგარეთიდან შემოდის- მხოლოდ ორშაბათს 16 ახალი დაინფიცირებულიდან 12 იმპორტულია. პეკინმა მკაცრი კარანტინის ზომები შემოიღო ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ პერიოდში ჩამოდის ჩინეთში- ისინი 14 დღის განმავლობაში მოექცევიან კარანტინის ზონაში.
მასალის გამოყენების პირობები






