ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან კორონავირუსით ინფიცირებულ სამ ადამიანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან.
ცერცვაძის თქმით, დამაიედეველია მდგომარეობა იმ მხრივ, რომ არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ მან არ იცის თუ ვისგან დაინფიცირდა.
„33 ინფიცირებულია. გუშინ იყო 30 და დაემატა - 3. ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმედის მომცემ სიტუაციას, როდესაც არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ მან არ იცის თუ ვისგან დაინფიცირდა. მაგალითად, შეიძლება იყოს, რომ პიროვნება გავიდეს მაღაზიაში, ან რაღაც საქმეზე, ქუჩაში და შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული. ეს მდგომარეობა უფრო სერიოზულია და გარკვეულ სპეციალურ ტაქტიკას მოითხოვს ღონისძიებების. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ეს არ არის. ამ სამივე ადამიანმა იცის თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი. მე არ ვიცი ზუსტად ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ თუ კარანტინში, მაგრამ რომელიღაც ფორმა გამოყენებული ჰქონდათ. არაფერი კავშირი ამ პაციენტებს არ აქვთ იმ ჯგუფებთან რომლებზეც აქამდე იყო საუბარი“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






