მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიამ და საკარანტინო წესების შემოღებამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, რისი ერთერთი ნიშანიც მოსხლეობის მიერ ტუალეტის ქაღალდის დიდი რაოდენობით შესყიდვაა.
საცალო ვაჭრობის მარკეტინგის ავსტრალიელი პროფესორი ჰარი მორტიმერი ამ ფენომენის ახსნას გვთავაზობს.
"რატომ არ დევს სუპერმარკეტების დახლებზე ტუალეტის ქაღალდი?
აქ მისი დეფიციტი არაფერ შუაშია, ეს ძირითადად ორი მიზეზით ხდება.
პირველი ის არის, რომ სუპერმარკეტები ე.წ. "დროული საქონლის" პრინციპით მუშაობენ, ანუ მათ არ უნდათ, რომ დახლებზე დიდი რაოდენობით იყოს ერთნაირი საქონელი. ისინი ტუალეტის ქაღალდს და სხვა პროდუქციას ყოველდღე იღებენ, შესაბამისად მათ ყოველთვის აქვთ იმდენი მარაგი, რომ მორიგ მიწოდებამდე შესაბამისი რაოდენობის საქონელი ჰქონდეთ.
ტუალეტის ქაღალდი მართალია მსუბუქია, მაგრამ დიდ ადგილს იკავებს, ასე რომ, დიდი სუპერმარკეტები ერთ რიგში მაქსიმუმ 200 ცალ პაკეტს თუ განათავსებენ. აქედან გამომდინარე, თუ 15-20 მომხმარებელი ზედმეტ პაკეტს იყიდის, მოულოდნელად მოთხოვნა მატულობს, ხოლო ამ რაოდენობის პაკეტი დახლებზე არ არის და ისინი ცარიელდება. შედეგად ჩნდება ცარიელი დახლები და იქმნება დეფიციტის შთაბეჭდილება."
მეორე ფაქტორი ფსიქოლოგიურია, თვლის პროფესორი.
"მეორე ფაქტორს შიში განაპირობებს, რომელსაც მას-მედია და სოციალური ქსელები აქტიურად ასაზრდოებს ისტორიებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ ვკითხულობთ ამბებს, რომ განვითარებულ და ეკონომიურად ძლიერ ქვეყნების, იაპონიის, სინგაპურტის, ბელგიის ან საფრანგეთის სუპერმარკეტებში ტუალეტის ქაღალს მასიურად ყიდულობენ, დახკლები ცარიელდება და ეს ადამიანს ფსიქოლოგიურ სიგნალს აძლევს, რომ შესაძლოა ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი ჩვენთანაც გაჩნდეს.
არადა, მსოფლიოს მასშტაბით მსოფლიოს ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი ნამდვიალდ არ ემუქრება.
ეს ორი ფაქტორი რთავს ე.წ. "ბრბოს ფსიქოლოგიას" - ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებენ სხვები და ვთვლით, რომ ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. თქვენ ხედავთ, რომ ვიღაცა რაღაცას ყიდულობს, ფიქრობთ, რომ ის შეიძლება მალე დეფიციციტური გახდეს, თქვენ "მყიდველის სინდისის ქეჯნას გრძნობთ და იგივეს აკეთებთ," - აცხადებს პროფესორი.
მისი თქმით იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ თუ ამ წუთში ის არ იყიდის ტუალეტის ქაღალდს, მომავალში შეიძლება მას ამის შესაძლებლობა აღარ მიეცეს.
პროფესორის აზრით, გამოსავალი ერთია - ადამიანმა რაციონალურად უნდა იფიქროს პროდუქტის შეძენაზე, რაც ძალიან რთულია.
"თუ თქვენ ოჯახში, ჩვეულებრივად, კვირაში 4 ცალ ტუალეტის ქაღალდს ხმარობთ, ერთ ყიდვაზე შეიძლება იყიდოთ რვა ცალი, რადგან ორი კვირა გეყოთ და ამ ხნის განმავლობაში თქვენ მეორედ მარკეტში მისვლა არ გჭირდებათ. ეს რაციონალური მიდგომაა, მაგრამ ჩვენს მიერ განხილულ შემთხვევაში, თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ერთ ყიდვაზე 64 ცალი ქაღალდი ნამდვილად არ გჭირდებათ.
ეს მარტივია სათქმელად, მაგრამ რთულია გასაკეთბლად.
უფრო მარტივია, როცა სუპერმარკეტში ყოფნისას დაინახავთ, რომ ხალხი ტუალეტის ქაღალდის დიდ რაოდენობას ყიდულობს, შეიგრძნობთ, რომ ეს თქვენც უნდა გააკეთოთ და იძენთ მას, ის ხომ პირველადი მოხმარების საგანია. მაგრამ მე მაინც გირჩევთ, რომ არ მოხვდეთ "სამომხმარებლო პანიკის ხაფანგში" და იმოქმედოთ რაციონალურად. მსოფლიოში ტუალეტის ქაღალდის დიდი მარაგია და მოწოდებაც სტაბილურია. ნუ ინერვიულებთ, მისი დაგროვების აუცილებლობა არ არსებობს" - ასკვნის პროფესორი.
მასალის გამოყენების პირობები






