თეთრი სახლის ვებ გვერდზე გავრცელდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომელიც კოონავირუსს ეხება.
"როგორც თქვენი პრეზიდენტი, გთხოვთ, დღეს ყველამ ვილოცოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის და გავიხსენოთ, რომ უფლისთვის არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ მოაგვარებდა. ვილოცოთ, რომ ყველამ, ვისაც ვირუსი შეეხო, უფლის მფარველობა და სიყვარული შეიგრძნონ ამ რთულ ჟამს“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, არ არსებობს ტვირთი, რომლის ატანაც უფალს ან ამერიკას არ შეეძლოს.
„ლუკას სახარებაში წერია, ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი და ეს სიტყვები, როგორც არასოდეს ჭეშმარიტია. როგორც ერთი ერი, ღვთის მფარველობის ქვეშ, ჩვენ იმაზე დიდი ძალა ვართ, ვიდრე ის სიძნელეები, რომლის წინაშე ვდგავართ და ლოცვებისა, თანაგრძნობისა და სიყვარულის მეშვეობით გადავლახავთ ამ გამოწვევას და უფრო ძლიერები და შეკრულები გამოვალთ, ვიდრე აქამდე ვიყავით. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დალოცოს აშშ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






