ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე მშობლები ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების სახლში წაღებას შეძლებენ. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძემ ასევე თქვა, რომ ვისაც არ ექნება ბაღებში მისვლის საშუალება, მათ სურსათი ადგილზე მიეწოდებათ და დაცული იქნება ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესები.
"შექმნილ ვითარებაში, როცა ვირუსთან ბრძოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის იმუნიტეტს, შეძლებისდაგვარად, არც ერთ ბავშვს არ დავტოვებთ თავისი კუთვნილი საკვები რაციონის გარეშე...სასწავლო პროცესის შეჩერებამ ასეთ ოჯახებს და ბავშვებს შესაძლოა, სხვა ტიპის პრობლემები შეუქმნას და მშობლებისთვის დამატებით ტვირთად იქცეს, მით უმეტეს, ამ სიტუაციაში, როცა შეიძლება ბევრ მშობელს საკუთარი ყოველდღიური შემოსავლის და სამუშაოს შესრულების თვალსაზრისითაც ჰქონდეს გარკვეული შეფერხებები", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






