"მე კარანტინის ზონაში ვცხოვრობ... ყოველ წამს შეიძლება გავხდე შემდეგი..."- ქართველი ემიგრანტის ხათუნა შარაძის მიმართვა იტალიიდან
COVID-19 - 12:05, 15 Mar, 2020     693

იტალიაში მცხივრები ქართველი ემიგრანტი, ხათუნა შარაძე, სოციალური ქსელის საშუალებით ქართველებს მიმართავს.

შარაძე წერს, რომ იგი კარანტინის ზონაშია და მისთვის პურის საყიდლად წასვლაც კი დიდი საფრთხის შემცველია.


"ჩემებო, ჩემო ფეისბუქ მეგობრებო, ჩემს და ჩვენს საქართველოში მცხოვრებო ქართველებო, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა შეძლო საქართველომ, რას გაართვა თავი და რას გაუმკლავდა.

დამერწმუნეთ, რომ კარანტინის ზონაში მყოფი ადამიანის გადმოსახედიდან ზღაპრის ჟანრია, ის ფაქტი, რომ 24 საათის მანძილზე საქართველოში ვირუსი არ დაფიქსირდა, ის რომ პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა და რომ გყავთ ის ადამიანები, ვინც ეს დაუჯერებელი ამბავი შეძლო.

გთხოვთ, გვერდზე გადადეთ თქვენი პოლიტიკური გემოვნება და შეფასებები და გაიაზრეთ რას გაუმკლავდა ჩვენი ქვეყანა.

დღეს მსოფლიო აბსოლუტურად სხვა რეალობაში ცხოვრობს და ის რაც ვერ შეძლო ძლიერმა სახელმწიფოებმა, შეძლო ჩვენმა პატარა საქართველომ.

მე, კარანტინის ზონაში ვცხოვრობ და ეს ნიშნავს, რომ პურის ყიდვაც საფრთხის შემცველია, რადგან ქუჩაში სამართალდამცავები პატრულირებენ, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლება გახდე შემდეგი და თქვენ, საქართველოს მოქალაქეებო, ეს ყველაფერი ემოციურ დონეზე შეგეხოთ.

ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც შეძლო პანდემიის ამ ხარისხით მართვა და მოქალაქეების დაცვა!!!

მიყვარხარ საქართველო!" - წერს ემიგრანტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42