თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
მისი თქმით, პაციენტს ყველა საჭირო კვლევა უტარდება.
„ჩვენთან ცენტრში არის 27 პაციენტი, ხუთი ახალი პაციენტი შემოვიდა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე უცვლელია. ხუთი შემოსული პაციენტიდან ერთ-ერთი არის საყურადღებო. გუშინ პირველი დღე იყო, შეფასდა მისი კლინიკური მდგომარეობა ლაბორატორიულ მონაცემებთან ერთად, ამ შეფასებით, ერთ-ერთის მდგომარეობა უფრო, შედარებით მძიმეა. სადაც შესაძლებელია დადგეს დაავადების პროგრესირება, ჯერ ამაზე ვერაფერს ვიტყვით. დღეს მეორე დღეა, ჩატარდება კიდევ მასთან კვლევები. დინამიკაში მოხდება მისი სუბიექტური, ობიექტური და კლინიკური მონაცემების შეჯერება და შეფასება. ამ მონაცემების გათვალისწინებით, უკვე დინამიკაში შეგვიძლია ვთქვათ, დასტაბილურდა, პროგრესირებს თუ ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღე გვჭირდება, რომ ვთქვათ, სტაბილურია სიტუაცია თუ პროგრესირებს. ვნახოთ, ახალ პაციენტებთან მიმართებით კიდევ ორი დღე გვინდა, რომ გითხრათ, რა სიტუაცია იქნება მომავალში“,- განაცხადა ეზუგბაიამ
მასალის გამოყენების პირობები






