პატრიარქის გადაწყვეტილებით, ყოველ კვირა დღეს, ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, მორწმუნეები ერთდროულად ილოცებენ.
„მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ „მოწყალებისა კარი განგვიღე“ – ზარების დარეკვის პარალელურად, ყველა ტაძარში, ასევე, ნებისმიერი ადგილიდან და უცხოეთშიც ერთობლივი ლოცვა პატრიარქის კურთხევით, აღევლინება.
, – „ზესთამბრძოლისა ჩემისათვის“, რომელსაც არაერთგზის უხსნია ხალხი დიდი განსაცდელისგან. მოგიწოდებთ, შევეწიოთ ერთმანეთს ნებისმიერი სიძნელის გადასალახად, ვიყოთ მიმტევებელნი და გამოვიჩინოთ ქრისტიანული სიყვარული და ზრუნვა; „ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“, ღვთისმშობელი დედა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ თქვენგანს და რწმენამ ღვთისამ განამტკიცოს ერი, ამინ!“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






