მარაგები საკმარისია და ფასების ზრდა არ იგეგმება - მაღაზიათა ქსელების წარმომადგენლები
COVID-19 - 21:45, 14 Mar, 2020     897

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოში არსებული მაღაზიათა ქსელების წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს და განაცხადეს, რომ სურსათის მარაგი აქვთ და ამ კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ შეიქმნება.

მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე გუდვილის, აგროჰაბის, ევროპროდუქტის, სმარტის, ნიკორას, სპარის და ორი ნაბიჯის გენერალური დირექტორები იმყოფებოდნენ.

" ნიკორას " გენერალური დირექტორი აცახდებს, რომ არც პროდუქტის, არც ნედლეულის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. მისივე თქმით უსაფუძვლოა მღელვარებაც.

"წარმოიდგინეთ, რომ ახალი წლის წინა დღეებია. მაშინაც ამდენი ხალხია, მაშინაც შეიძლება დაინახოთ დროებით, რაღაც მომენტში ცარიელი თარო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროდუქტი არ არის. მარაგები საკმარისია, ვმუშაობთ დაძაბულ, მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში", - თქვა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

ორი ნაბიჯის გენერალური დირექტორის, გიორგი გიორბელიძეის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში მომხმარებელთა მატება შეინიშნება კომპანიას მარაგი საკმარისი აქვს.

"მღელვარების საფუძველი არ არსებობს. ბოლო ორი დღის მანძილზე გაზრდილია მომხმარებლის რაოდენობა, მაგრამ მარაგები ჩვენს კომპანიებში არის საკმარისზე მეტი", - ორი ნაბიჯის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გიორბელიძემ.

გუდვილის გენერალური დირექტორის თქმით, მარაგები საკმარისზე მეტია და ნებისმიერი ტიპის მოთხოვნას და ნაკადს დააკმაყოფილებენ, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება ფასების ზრდას, ქსელური მაღაზიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფასები არ შეუცვლიათ და უახლოეს პერიოდში არც აპირებენ.

"ეს მიმართულება არ განიხილება, პრაქტიკულად. ამის საფუძველი ამ მომენტში არ არსებობს, ბაზარზე ფასები არ არის გაზრდილი. ბოლო დღეების განმავლობაში, ისევე, როგორც სხვა ქსელებში, არ მომხდარა დიდ ასორტიმენტზე ფასების ზრდა. 35 000 დასახელების პროდუქტიდან რამდენიმეზე შეიძლება ხდებოდეს ფასის ცვლილება, თუმცა ეს არ ეხება იმ პროდუქტებს, რაზეც მოთხოვნა გაიზარდა. მეტიც, ბოლო დღეების და ბოლო კვირების განმავლობაში საერთოდ არ მომხდარა ამ პროდუქტებზე ფასის ცვლილება, აქციებიც არ შეგვიჩერებია", - თქვა გუდვილის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა.

ქსელური მარკეტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფასი არ გაიზრდება არც ლარის გაუფასურების გამო, რადგან სურსათი უკვე ნაყიდი აქვთ.

მათივე ინფორმაციით, მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში, "ცოტა უფრო გაზრდილი დატვირთვით" მუშაობენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42