ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ინფიცირებული 27 პაციენტიდან ოთხი არასრულწლოვანია - მარინა ეზუგბაია
COVID-19 - 21:27, 14 Mar, 2020     1080


ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ინფექციურში მოთავსებული ინფიცირებული 27 პაციენტიდან ოთხი 14 წლამდე ასაკისაა.

მისი თქმით, დღეს კორონავირუსზე ტესტირებისთვის აღებულია 22 პირის ნიმუში და მათი პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი.


„დღეს შემოგვემატა ხუთი ახალი პაციენტი. მათი ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე. ასაკობრივად განსხვავებული ზღვრული მონაცემებია ყველასთან. მხოლოდ ორ პაციენტთან არის ტემპერატურა 37,2, ჯერ დანარჩენ პაციენტებთან კლინიკა ძალიან მინიმალური სიმპტომატიკით არის გამოხატული. ჩვენს სტაციონარში მკურნალობს 27 დადასტურებული პირი. ეს ხუთივე პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. დაკვირვების ქვეშ იყვნენ, რადგან როგორც ვიცით, ოთხი წყაროდან ერთ-ერთ წყაროსთან იყვნენ კონტაქტში. კონტაქტირებული პაციენტები იყვნენ, იზოლირებულნი იყვნენ და მათზე მიდიოდა დაკვირვება. როდესაც გამოვლინდა კლინიკური ნიშანი ტემპერატურის სახით ამ ორ პირთან, ჩაითვალა საჭიროდ, რომ გაკეთებულიყო ტესტირება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური მეთვალყურეობს თვითიზოლაციაში მყოფ კონტაქტირებულ პირებს, თვითონაც კონტაქტში არიან და მეთვალყურე პატრონაჟი ეპიდემიოლოგი ჰყავთ, რომელიც ყოველდღიურ კონტაქტშია ასეთ პაციენტებთან. ინფექციურში მყოფი, დადასტურებული 27 პაციენტიდან ოთხი პაციენტი არის 14 წლამდე ასაკის, ასაკს არ ვასახელებთ. ამ ხუთ პაციენტს ჰქონდა დადასტურებულ პირთან კონტაქტი. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი თვითიზოლაციაში, მეთვალყურეობისა და დაკვირვების ქვეშ, რომ მათ კონტაქტი ჰქონდათ ინფექციით დადასტურებულ პირთან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42