კლემსონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფთან ერთად CNN-მა რუსეთის მთავრობის მიერ მართულ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელ ჯგუფს აფრიკაში მიაკვლია. ფეისბუქისა და ტვიტერის თანახმად, რუსეთის პრეფესიონალი ტროლების ქსელი აღმოჩენილ იქნა უშუალოდ განასა და ნიგერიის ტერიტორიაზე. ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელთა ანგარიშები და გვერდები კი ამ დროისთვის სოციალური მედიის უსაფრთხოების სამსახურთა მიერ სრულიად განეიტრალებულია.
ამერიკული მედიის ცნობით, ქსელი საკმაოდ პატარა იყო და შეიცავდა 49 ანგარიშს FACEBOOK-ზე, 85-ს INSTAGRAM-ზე და 71-ს TWITTER-ზე. ეს არის პირველი აღმოჩენილი დადადასტურებული შემთხვევა, როდესაც რუსეთის დაზვერვა ცრუ ინფორმაციის ავრცელებდა ამერიკის პოლიტიკისა და ყოველდღიური ცხოვრების წინააღმდეგ, რომელსაც ცდილობდა უშუალოდ აფრიკის კონტინენტიდან.
ფეისბუქის უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელის, ნათანიელ გლაიშერის თქმით, აღნიშნული ქსელის მიღმა მოქმედი ადამიანები იყენებდნენ შეცდომაში შემყვან სხვადასხვა ტაქტიკებს, მათ შორის ყალბი ანგარიშების გამოყენებით, რომლითაც მართავდნენ სხვადასხვა გვერდებს, ინიღბებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და პერსონალური ბლოგების სახელით, რომლის შემდეგაც სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ცრუ ინფორმციებს მასშტაბურად ავრცელებდნენ.
“ისინი ძალზე ხშირად აქვეყნებდნენ ინფორმაციებს ამერიკულ ახალ ამბებზე, ცდილობდნენ აუდიტორიის გაზრდას ისეთ საკითხებზე საუბრით, როგორიცაა ფერადკანიანთა ისტორია, მოდა, ჭორები ცნობილ პირებზე, ამერიკელ ისტორიულ ფიგურებზე სტატიები და განხილვები სექსუალური უმცირესობების თემებზე. ისინი ძალზე ხშირად აზიარებდნენ ისეთ სტატიებს, რომელიც მიმართული იყო უსამართლობისა და ჩაგვრისკენ, აგრეთვე პოლიტიკური სისასტიკისენ“ - განაცხადა გლაიშერმა.
მასალის გამოყენების პირობები






