გიორგი პატარიძე გლდანის საპატიმროში საკნებისა და სხვა სივრცეების ეტაპობრივი რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
საზოგადოება - 14:17, 14 Mar, 2020     582

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე გლდანის საპატიმროში საცხოვრებელი საკნებისა და სხვა სივრცეების ეტაპობრივი რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო.N8 პენიტენციური დაწესებულება (გლდანის საპატიმრო) 2007 წლის დეკემბერში გაიხსნა, რის შემდეგაც დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.

მხოლოდ 2014 წელს გარემონტდა ერთი ფლიგელი, სადაც არასრულწლოვანი ბრალდებულები არიან განთავსებულნი. დღეის მდგომარეობით, მთელ დაწესებულებაში შესაკეთებელია სავენტილაციო სისტემა, ელექტროგაყვანილობა, ასევე პატიმრების საცხოვრებელ საკნებსა და სხვა სივრცეებში არის რემონტი ჩასატარებელი. ვინაიდან დაწესებულებაში 2800-მდე პატიმარი არის განთავსებული და შეუძლებელია სარეაბილიტაციოდ საპატიმროს სრულად დაცლა, ამიტომ სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად, ფლიგელ-ფლიგელ მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 11 მარტამდე პერიოდში ჩაუტარდა ფლიგელს, რომელშიც 15 საკანია განთავსებული და 75 პირზე არის გათვლილი. ფლიგელში შეიცვალა კომუნიკაციები, დამონტაჟდა სავენტილაციო სისტემა და სრულად გარემონტდა საკნები და დერეფნები. ამასთან, ფლიგელში მოეწყო ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან შეხვედრის ოთახი და „C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პატიმრებისთვის ექიმთან შეხვედრის და წამლის მისაღები ოთახი, რაც დაწესებულების მოცემულ კორპუსში მანამდე არ არსებობდა.გიორგი პატარიძის თქმით, სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და წლის ბოლომდე მთელ დაწესებულებას მოიცავს.„N8 პენიტენციურ დაწესებულებაში საცხოვრებელი საკნების კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. დღეიდან ჩვენს მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ, რომ სასჯელის მოხდა გააგრძელონ ახლადგარემონტებულ საკნებში. ეს პროექტი რა თქმა უნდა, გაგრძელდება და წლის ბოლომდე სრულად იქნება გარემონტებული ყველა საკანი“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42