დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოქალაქებს მიმართა, რომ მოხუცებს დაეხმარნონ და მიუტანონ წამალი.
გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ დაავადება განსაკუთრებით ასაკში შესულ ადამიანებს აზიანებს, ამიტომ მათი გარეთ გასვლა განსაკუთრებული რისკის შემცველია.
“აფთიაქებმაც უნდა დაიცვან სისუფთავე. უნდა დალაგდეს ხშირად, აუცილებელია იყოს სანიტარიზაცია, რომ შევა ადამიანი – ხელი დაიმუშავოს, რომ გამოვა – ისევ დაიმუშაოს სადეზინფექციო საშუალებებით. მოსახლეობას ვურჩევ, რომ თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის და ჰყავს გამგზავნი, სიცხიანი ნუ გამოვა სახლიდან და ნუ მივა აფთიაქში, იყოს სახლში. ვიცით, რომ ეს დაავადება უფრო მეტი რისკია ასაკში შესული ადამიანებისთვის, ამიტომ მოვუწოდეთ მოხალისეებს, წითელ ჯვარს, სამედიცინო უნივერსიტეტების მაღალი ფაკულტეტების სტუდენტებს, მოხუცს სოლიდარობის ფარგლებში დაეხმარნონ და როცა ექიმი დაუნიშნავს მედიკამენტს, სიცხიანმა კი არ იაროს აფთიაქში, ამაში დაეხმარონ სტუდენტები, მიუტანონ წამალი და რაც საჭიროა – ვინც მარტოხელაა და გამგზავნი არ ჰყავს, ამაზე ვსაუბრობ. ახლა ასევე ხშირია სურდო, გრიპი და ხალხს ჰგონია კორონავირუსი, თუმცა ეს მაინც სხვა რესპირაციული ვირუსებია, რაც გავრცელებულია, ამიტომ ასეთ დროს ნუ გამოვლენ გარეთ”, – ამბობს ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






