სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე, დღეს საფრანგეტიდან დაბრუნდა იგი კარანტინში გადაიყვანე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად მარიამი წერს და აცხადებს, რომ საკარანტინე პერიოდს თელავში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაივლის.
"პარიზიდან ჩამოვფრინდი. ფაქტიურად თვითმფრინავში გავიგე რომ სავალდებულოა კარანტინი, მაგრამ ვერანაირ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ. უბრალოდ სამწუხაროა, ისედაც დასტრესილ გარემოში, ნამგზავრ ადამიანს რომ არ პასუხობენ ექიმები აეროპორტში. უფრო სამწუხაროა რომ ირონიულებიც კი არიან.
მაგრამ ძალიან დიდი მადლობა პოლიციელებს რომლებიც ყველანაირად ცდილობენ , შეგვიმსიბუქონ მდგომარეობა. ძალიან თბილად გვეკონტაქტებიან და ყველანაირად ცდილობენ, როგორც კი რამე ახალი ინფორმაცია ექნებათ, მოგვაწოდონ, რასაც ვერ ვიტყვით მედპერსონალზე" - წერს მარიამ გეგუჩაძე.
კომენტარებში მარიამი წერს, რომ გადაიყვანეს თელავში, სასტუმროში.
ზურაბ ჟორჟოლიანი პოსტზე წერს: “ყველასთვის სავალდებულოა კარანტინი ბაბუ, ეგ არი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ორი კვირა მალე გაივლის, მწვადებს და პურმარილებს არ მოგაკლებთ.”
მასალის გამოყენების პირობები






