ნიუ–იორკის შტატში, ვესტ–პოინტში მდებარე ტაძარში, რომელიც სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზეა აშენებული, გეი წყვილის ქორწილი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეტედ პრესი“ აქვეყნებს.
27 წლის ლარი ჩოუტი და 28 წლის დანიელ ლენოქსი სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულები არიან, თუმცა, ამ დროისთვის სამხედრო მოსამსახურეებად არ ითვლებიან, რადგან ჩოუტი ჰარვარდის სახელმწიფო მმართველობის უნივერსიტეტის აბარებს, ხოლო ლენოქსი ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის ადმინისტრირების მაგისტრის დიპლომს სულ მალე აიღებს.
ვესტ პოლინტის აკადემია ჩოუტმა 2009 წელს დაამთავრა, ლენოქსმა – 2006 წელს. აკადემიაში სწავლის დროს ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ.
ტაძარში, ქორწინების რიტუალზე დასასწრებად ოცამდე ადამიანი იმყოფებოდა. როგორც „ასოშიეტედ პრესი“ წერს, რამდენიმე სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი.
შეგახსენებთ, რომ ნიუ–იორკის შტატში გეი წყვილების ქორწინება 2011 წლიდან ლეგალიზებულია.
მასალის გამოყენების პირობები






