დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდსიტუაცია უარესდება.
გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდემიას ყოველთვის აქვს პიკი. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების კლება დღეს მხოლოდ ჩინეთშია.
„შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევების ზრდა გვექნება, რადგან კლება არის მხოლოდ ჩინეთში, დღეს იყო მინიმუმი რვა შემთხვევა. ხოლო ჩინეთს გარეთ, უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია, გახლავთ 140 ათასი, 60 ათასი შემთხვევა ჩინეთს გარეთ. ანუ ეპიდსიტუაცია უარესდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ნაწილი გლობალური სამყაროსი და ჯერჯერობით ჩვენთან დაფიქსირდება შემთხვევათა მატება. ამისთვის უნდა იყოს ყოველმხრივი მზადება. ჩვენ არ უნდა მივეცეთ პანიკას, რადგან ინფექციას მსოფლიო დაძლევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისა.
მასალის გამოყენების პირობები






