კომპანია ''GWP'' მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით მომხმარებლებს სრულ დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპნია საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
კომპანია ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს და დღეიდან ზღუდავს სერვის ცენტრებში მოსახლეობის ვიზიტს.
''დღეიდან მომხმარებლებს ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შეუძლიათ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge, რის შემდეგაც ოპერატორი განცხადებას დისტანციურად დაარეგისტრირებს. პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებს.
დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ კომპანიის ვებ-გვერდის www.gwp.ge, ცხელი ხაზისა და ონლაინ ჩათის მეშვეობით.
რაც შეეხება წყალმომარაგების სისტემის მომსახურებას, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და ბრიგადები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის.''- ნათქვმია ოფიციალურ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






