მთავრობის მეთაურის განცხადებით, მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებულ რამდენიმე დარგში დასაქმებულ კომპანიებს ოთხი თვით ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს გადაუვადებს.
„მთავრობა ამ ეტაპზე, ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებში და ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, საექსკურსიო კომპანიების და სხვა სფეროებში, ოთხი თვით გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს, პირველ ნეომბრამდე“, – აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ შეღავათები შეეხება 18 ათას კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და ასევე 50 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს.
გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით საუბრისას მოხდება სახელმწიფო ხარჯების ზრდა, საგადასახადო შეღავათების დაწესება და ტურიზმის სექტორის საფინანსო ვალდებულებების თანადაფინანსება. ასევე მთავრობა გაგმავს ინფრასტრუქტურული ხარჯების დამატებით 300 მილიონით გაზრდას. მთლიანობაში პროგრამის მოცულობა დაახლოებით ერთ მილიარდ ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






