დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,ბავშვებს,ინფექციის გავრცელების მიუხედავად, არ უნდა შევუზღუდოთ ეზოებსა და პარკებში გასეირნება. თუმცაღა სასურველია თუ ეზოებსა და სკვერებში გასართობი მოედნები და საქანელები დღეში, ერთხელ მაინც სველი წესით დამუშავდება. ინფორმაციას ''ინტერპრესნიუსი'' ავრცელებს.
"ჩვენთან დიდი ეპიდემია ღვთის წყალობით, არ არის და ბავშვები ჰაერზე უნდა გაიყვანოთ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დიდი თავყრილობები, ბავშვების დიდ დაბადების დღეებზე წაყვანა, შევზღუდოთ, თორემ ეზოშიც უნდა გაიყვანოთ და ჰაერზეც უნდა გაიყვანოთ, რა თქმა უნდა. სასურველია, რომ ვინც ამ საქანელებსა და ა.შ ემსახურება, წესის შესაბამისად ჰიგიენურად დაამუშაონ, საქანელა გაწმინდონ ხოლმე, სასურველია ყოველდღიურად - როგორც სახლს ალაგებთ ისე. ზოოპარკში მაგალითად კარგია, ზოოპარკის ხელმძღვანელობამ ამაზე იფიქროს და საქანელები გაწმინდოს ხოლმე. სოლიდარობას რომ ვამბობ, ყველამ გამოვიჩინოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ბავშვი სადაც ჯდება და რასაც ხელს კიდებს ხოლმე, ის იყო ჰიგიენურად დამუშავებული. არ არის აუცილებელი სადეზინფექციო ხსნარი, ჩვეულებრივი კარგი სველი ტილოთი გაწმინდონ ხოლმე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






