კორონავირუსით შექმნილი პანდემიის საფრთხის გამო უეფა განიხილავს ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირების, “ჩემპიონთა ლიგისა“ და „ევროპა ლიგის“ გამო.
ტურნირის ხელმძღვანელობას სურს, რომ აღნიშნული ღონისძიებები შეჩერდეს, რადგან კოვიდ-19-ის ტიპის ვირუსმა უკვე ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ფეხბურთელებსაც შეუქმნა საფრთხე. ამის შესახებ წერს SKY SPORT-ი.
ესპანური მედიის ინფორმაციით, აგრეთვე დროებით შეწყდა ადგილობრივი ჩემპიონატის მატჩებიც. შემდეგ კვირას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დაგეგმილი იყო მერვედფინალური დაპირისპირების განმეორებითი მატჩი მანჩესტერ სიტისა და მადრიდის რეალს შორის ეტიჰადის სტადიონზე, თუმცა იმის გამო რომ ესპანური გუნდის პირველი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი კარანტინის ზონაშია მოქცეული, სავარაუდოა რომ მათი შეხვედრა არ შედგება.
მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ რეალის საკალათბურთო კლუბის მოთამაშეებს დაუდგინდათ კოროანვირუსი, „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელები 15 დღის განმავლობაში იქნებიან მოთავსებული კარანტინში - ფეხბურთელები კალათბურთელებთან ერთად ერთ სამწვრთნელ ბაზას იყენებდნენ სავარჯიშოდ.
მასალის გამოყენების პირობები






