კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის ღამის მერია ავრცელებს ოფიცილურ განცხადებას, მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
''კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები მოქალაქეებთან დროებით შეჩერებულია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, ღამის ეკონომიკის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით მოგვმართოთ.
ვუერთდებით რეკომენდაციას, რომ მოქალაქეებმა თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და მიიღონ პრევენციული ზომები კორონავირუსისგან თავის დასაცავად''- წერს ღამის მერია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






