პაკისტანელი თალიბების ლიდერი - ჰაკიმულაჰ მეჰსუდი მოკლულია ამერიკული უპილოტოს დარტყმის შედეგად.
მეჰსუდი ცნობილი გახდა 2007 წელს პაკისტანის არმიის წევრებზე მასშტაბური თავდასხმის შემდეგ.
ის პაკისტანელი თალიბების ლიდერი 2009 წელს, 30 წლის ასაკში, მას შემდეგ გახდა, რაც მისი წინამორბედი - ბაიტულაჰ მეჰსუდი ასევე უპილოტოს დარტყმისაგან დაიღუპა.
მეჰსუდი პაკისტანის ტერიტორიაზე დაახლოებით 30 დაჯგუფებას აკონტროლებდა.

გამოძიების ფედერალურ ბიუროს მის თავზე 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული. ითვლება, რომ მან ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მიუხედავად ყოველივე ამისა, მეჰსუდი არასოდეს არიდებდა თავს მედიასთან ურთიერთობას. ოქტომბერში მეთაურმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ბი-ბი-სის, რომელშიც ხელისუფლებასთან დიალოგის აღდგენას დაუჭირა მხარი. მაშინ ჟურნალისტს მშვიდმა და მომღიმარე მეჰსუდმა უთხრა: „ნუ გეშინიათ, ოდესმე, ჩვენ ყველანი მოვკვდებით“.

როგორც მისი წინამორბედები, მეჰსუდი ირწმუნებოდა, რომ იბრძოლებს მანამ, სანამ შარიათის კანონებს მთელ პაკისტანში არ შემოიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები






