''ხანდაზმულმა ადამიანებმა უფრო იგრძნეს საფრთხე, ვიდრე ახალგაზრდებმა''- რომში მყოფი ქართველი სტუდენტი სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს
საზოგადოება - 12:48, 12 Mar, 2020     1087

იტალიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტი, ქრისტინა აფაქიძე თვითიზოლაციაში იმყოფება და სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები’’ ავრცელებს. გოგონას თქმით რამდენიმე დღის წინ ლექტორისგან შეტყობინება მიიღო სწავლის გადადების თაობაზე, მაშინ როდესაც საქრთველოს უკვე შეწყვეტილი ჰქონდა სწავლა. იტალიამ ვირუსის საფრთხე გვიან იგრძნო.

„იმ დღეს ლექტორს ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, უი, მგონი ხვალ აღარ მოვალთო… მეორე დღეს მოგვწერეს, რომ უნივერსიტეტში აღარ უნდა მივსულიყავით – სწავლა გადაიდო. ეს 4 მარტი იყო. ამ დროს საქართველოს უნივერსიტეტებში, სკოლებში, ბაღებში სწავლა უკვე შეწყვეტილი იყო. ახლა მიკვირს, რატომ ვერ იგრძნო იტალიამ უკიდურეს სიტუაციამდე ამ ვირუსის საფრთხე’’ - ამბობს ქრისტინა აფაქიძე.

ქართველი სტუდენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის იტალიაში გამოუაილი სიტუაციაა, სწორედ ამიტომ სურს საქმშობლოში დაბრუნდეს, მუხედავად იმისა, იცის რომ მოუწევს საკარანტინო ზონაში ყოფნა.

“იზოლაციაში ვართ, მაგრამ აქ ისეთი სიტუაციაა, ვეღარ ვხდები, აქ რატომ უნდა დავრჩე – ვიცი, საქართველოში დაბრუნება რომ მოვახერხო, კარანტინში მომიწევს ყოფნა, მაგრამ ამისთვის მზად ვარ. აქ, გარდა იმისა, რომ უკვე ყველაფერი რთულია, საკუთარ თავთან გამკლავებაც გიწევს – მარტო ხარ.

რამდენჯერმე მივმართე საელჩოს. მითხრეს, რომ ამ ეტაპზე რეისი საქართველოსკენ არ იგეგმება და უნდა დაველოდო სიახლეს. 15 მარტამდე ვისაც ჰქონდა ბილეთი აღებული, მათთვის სპეციალური რეისი დაინიშნა. ჩვენი ბედი გაურკვეველია. არ ვიცი, აქ კიდევ რამდენია ჩემს მდგომარეობაში,’’ – განმარტავს ქრისტინა.

მისივე თქმით სწავლის შეწყვეტის შემდეგ უნივერსიტეტმა ონლაინპროგრამები აამოქმედა. ამ რეჟიმში კი ქრისტინას განათლების მიღება საქართველოდანაც შეუძლია. ამ დროსათვის არც ის ინფორმაციაა ცნობილი თუ როდის განახლდება სასწავლო პროცესი იტალიაში.

ქრისტინა აფაქიძე ჰყვება რომში არსებულ დაძაბულ მდგომარებაზე, იგი აქვე დასძენს, რომ არავინ ამოწმებს იზოლაციაში მყოფ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. არც ის ხდება ცნობილი უტარდება თუ არა საზოგადოებრივ ტრასპორტს დეზინფექცია.

“გაგვაფრთხილეს, რომ იზოლაციაში უნდა ვიყოთ, თუმცა არავინ მოსულა, არ შეუმოწმებია რამე. არც ის გამიგია, რომ ვინმემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ჩაატარა, პირბადეებიც, მგონი, საქართველოში უფრო ადრე გაიკეთეს, ვიდრე აქ.

სახლიდან ძირითადად მაშინ გავდივარ, როცა საკვების შეძენა მჭირდება. მარკეტებთან დიდი რიგებია, რიგს მარკეტის თანამშრომლები აწესრიგებენ – ვიღაც რომ გამოვა, მერე შეხვალ. გვაფრთხილებენ, რომ ერთმანეთისგან დისტანცია უნდა დავიცვათ.

ძირითადად ყველაფერი დაკეტილია. ადამიანები პარკებსა და სკვერებში გამოდიან, ბავშვები გამოჰყავს. მუშაობს რესტორნებიც, თუმცა ძირითადად საღამოს შვიდამდე.

ჩემი დაკვირვებით ხანდაზმულმა ადამიანებმა უფრო იგრძნეს საფრთხე, ვიდრე ახალგაზრდებმა. მათ ეტყობათ უფრო, რომ ღელავენ, სხვას პროტესტი არ გამოუხატავს, ან მე არ მომისმენია,’’ – ჰყვება საკუთარ შთაბეჭდილებას რომში მყოფი ქართველი სწტუდენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42